ელ. ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-06-28 22:28:43

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 13:00-დან 14:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში ლეონიძის, სტამბულის ბაზრის, ერისთავის, მესხიშვილის, 1 მაისის, მე-12, მე-16, მე-17 მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."