საქველმოქმედო აქცია რუსთავში

2018-06-28 19:01:32

“დალაქას“ ფონდის წარმომადენლებმა რუსთავში სტიქიის დროს დაზარალებული, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა ოჯახები მოინახულეს და პროდუქტები გადასცეს.

“დალაქა“ ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა სანდრო დალაქიშვილის სახელზე დაარსებული ფონდია
, რომელიც ყოველ წელს ფეხბურთში “დალაქას თასს“ ათამაშებს. ტურნირის გარდა ფონდი სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი დალაქას თასის გათამაშებისას შემოსული თანხით ახალგაზრდებმა  საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს და რუსთავის სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ოჯახებს  დაეხმარნენ.