როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები

2018-06-28 10:56:36

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. განცხადებაში ვკითხულობთ:

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - +36, +41 გრადუსია. ხოლო თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსს მიაღწევს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 ივნისი +38°C, 29 ივნისი +38°C, 30 ივნისი +40°C, 1 ივლისი +42°C.