ახალი დეტალები მომღერლის დაჭრის საქმეზე

2018-06-26 12:51:04

მკვლელობის მცდელობა, დაჭრა და ნარკოტიკები.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ირაკლი ნოძაზის დაჭრის საქმეში ნარკოტიკები ფიგურირებს.

როგორც კომფიდენციალური წყარო, ინფო რუსთავს უყვება, გოგოები, რომლებმაც ირაკლი ნოზაძეს სახლთან მიაკითხეს,მომღერლისგან  ნარკოტიკებს ითხოვდენენ. ამავე წყაროს ცნობით, ნოზაძეს გოგებისგან წინასწარ ჰქონდა გარკვეული ოდენობის თანხა აღებული, ნარკოტიკული ნივთიერების სანაცვლოდ. ნოზაძეს შეპირებული ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა და ვერც ფული დააბრუნა უკან, რამაც ახალგაზრდა გოგოების გაღიზიანება გამოიწვია.დაჭრას წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღვოდა. დანაშაულის მოტივად კი სწორედ ნარკოტიკული საშუალებები სახელდება.
შსს თანამშრომლები, მომღერლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ახლაგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ.

თავდპირველად გავრცელდა ინფორმაციით,რომ საქმეში სულ ორი პირი ფიგურირებდა, თუმცა დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაცია რომ საქმეში კიდევ ერთი მამაკაცი ფიგურირებს.

მომღერალი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მას სასწრაფო ოპერაცია, გუშინ ღამით ჩაუტარდა. მომღერალს, ცივი იარაღით ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.