ირაკლი ნოზაძის მდგომარეობა

2018-06-26 00:31:54

"ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

"ოპერაცია დასრულდა. ჩაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. მკურნალობა გაგრძელდება რეანიმაციის განყოფილებაში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება ნაადრევია", - განცხადა ნიკა ქარცივაძემ.

არსებული ინფორმაციით გოგონებმა ირაკლი ნოზაძეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. დაზიანებული იყო არტერია, ასევე გულმკერდის არეში ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა. მეგობრების ინფორმაციით მომღერალი გოგონებს სავარაუდოდ კარგად იცნობდა. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან და პოლიციამ ისინი უკვე დააკავა.