"ქუჩის ბიჭების" ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

2018-06-25 21:19:14

ჯგუფ "ქუჩის ბიჭები"-ს წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით მომღერალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ორმა გოგომ მიაკითხა და ბინიდან დაბლა, ეზოშო ჩასვლა სთხოვა. გოგონებსა და ირაკლი ნოზაძეს შორის საუბარი ავტომობილში გაგრძელდა, სადაც სავარაუდოდ მოხდა კამათი რა დროსაც გოგონებმა მომღერალს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. ირაკლი ნოზაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.