ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2018-06-25 15:49:30

ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანში მსხვერპლით დასრულდა.

დაშავებული 19 მგზავრიდან 1 ადამიანი, 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კლინიკებში დარჩენილი 18 მგზავრი მკურნალობას განაგრძობს. შეგახსენებთ ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანში მოხდა.