18 ადამიანი დაშავდა

2018-06-25 14:19:06

ავარია წეროვანთან. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით სამგზავრო მიკროავტობუსი და სატვირთო ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამგზავრო ავტობუსი გადავიდა სავალი ნაწილიდან .
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაზარალებულები გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
როგორც შსს-მ “ინფო რუსთავს“ განუცხადა მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.