ავტოსაგზაო შემთხვევა [video]

2018-06-24 23:14:46

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. ნახეთ ვიდეო.

ერთმანეთს მინი კუპერისა და ბეემვეს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და ასევე საპატრულო ეკიპაჟი. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.