გერმანიაში 10 ქართველი დააკავეს.

2017-01-19 12:39:17

ქურდობის ბრალდებით გერმანიაში 10 ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცავი მონაწილეობდა, მათ მოპარული ნივთები 35 სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საპოლიციო ოპერაცია საქსონიის მიწაზე განხორციელდა. დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულები არიან ლატვიის და ვიეტნამის მოქალაქეებიც.