წყალკურთხევა ყველა ეკლესიაში გაიმართება.

2017-01-18 21:31:56

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ. წყალკურთხევა რუსთავის ყველა ეკლესიაში გაიმართება.

სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.