სასულიერო პირებმა ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს

2018-06-22 12:04:31

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, სადაც საბოლოო განჩინებაა ასახული. ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ სასულიერო პირებმა გუშინ ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს.
სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად,კონკრეტულად კი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, ეკლესიური წესის აგება ან არ აგების შესაძლებლობაზე.