ქუჩაში მამაკაცის ცხედარი ნახეს

2018-06-22 00:53:32

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქობულეთის ქუჩაზე, ადგილობრივებმა მამაკაცის ცხედარი ნახეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცი 50 წლამდე იქნებოდა, მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არაა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას მარნეულის ტელევიზია ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.