”არქივის შენობას წყალი შეუდგა“.

2017-01-18 20:28:17

ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობასთან საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თუ რატომ გახდა საჭირო 2 წლის წინ აშენებული შენობისთვის საძირკვლის გამაგრება ახლა, თემასთან დაკავშირებით „ინფო რუსთავი“ ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სამუშაოები 10 დეკემბერს დაიწყო და იანვრის ბოლომდე დასრულდება. „ბოლო პერიოდში რეგიონული არქივის მიმდებარედ აშენდა რამდენიმე შენობა, რის გამოც გრუნტის წყლების მიმართულება შეიცვალა, შესაბამისად, შენობის გარშემო დაგროვდა წყალი. სადრენაჟო სამუშაოები 10 დეკემბერს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება“ - განაცხადა სოფო ჯობავამ.