"აბანოს ფილა უნდა დააგონ სავარაუდოდ" [photo]

2018-06-21 13:33:17

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც აღბეჭდილია გერგეთის სამების ტაძარში დაწყებული სამშენებლო-სამუშაო პროცესები.

“გერგეთის სამებაში ძველი იატაკი აყარეს, იატაკქვეშ გათბობა გაყავთ და ეს აბანოს ფილა უნდა დააგონ სავარაუდოდ. ერთი კედელი გახვრეტილია დენის კაბელის ტაძარში შემოტანის მიზნით. უკომენტაროდ!ფოტო 20.06.2018“- წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინა სუკიასიანი

კულტურის მემკვიდრეობის სააგენოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ყველა პროცედურა არის შეთანხმებული, ნებართვა აღებულია საპატრიარქოს ხუროთმოძვრებისგან და აღნიშნული სამუშაოები არ დაარვევს ტაძრის იერსახეს.