პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

2018-06-20 20:25:20

რეგისტრაცია 105 დეპუტატმა გაიარა. ახალ მთავრობას მხარი 99 დეპუტატმა დაუჭირა 6 წინააღმდეგი იყო, 45 კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრად ხოლო მინისტრები ძველი შემადგენლობით დაამტკიცა.

3 კვირაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას წარადგენს. განახლებული კაბინეტი იქნება შემცირებული, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს მინისტრის პორტფელს ჯერ უცნობია.