მამუკა ბახტაძის ინიციატივა

2018-06-20 15:03:27

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ იანვრამდე, ყველა გადამხდელს, საგადასახადო დავალიანება სრულად უნდა ჩამოეწეროს.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეს ინიციატივა შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს.

"ეკონომიკური მოდელის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ მინდა გითხრათ. პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება, ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით, 36 000 გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება რომ მათ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი მონაწილეობა"– აღნიშნა ბახტაძემ