პენსია 20 ლარით გაიზრდება

2018-06-20 14:29:46

"მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წელს პენსიები 20 ლარით გაიზრდება," -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ  განაცხადა. ბახტაძის თქმით, 2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი.

"მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მლნ ლარი", - განაცხადა ბახტაძემ.

 

შესაბამისად, 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 720 ათასი ასაკით პენსიონერი 200 ლარიან პენსიას მიიღებს.