მანქანა გზიდან გადავარდა [photo]

2018-06-20 11:31:12

თბილისში პარლამენტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მძღოლმა პარკირებისას ვერ გაართვა ავტომობილის მართვას თავი, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა.

რაც შეეხება თავად მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: netgazeti.ge