პატრიარქი 770-ზე მეტ ბავშვს მონათლავს.

2017-01-18 14:41:29

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II 770-ზე მეტი ბავშვს მონათლავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და პატრიარქის ნათლულებს  საჩუქრად ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ. 20:00 საათზე კი  ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. უწმინდესს სულ 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. საქართველოში საყოველთაო ნათლობა პატრიარქის ინიციატივით, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტარდება.