ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულთა 32%-ის გადაწყვეტილებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მოახდინა.
NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე პასუხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გავლენა მოახდინეს შემდეგმა ფაქტორებმა, პროცენტულად ასე გადანაწილდა:
მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (32%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (15%), უმნიშვნელო (46%).
პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (30%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (12%), უმნიშვნელო - 53%.
თქვენი თანამშრომლების და დამსაქმებლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (21%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 14%, უმნიშვნელო - 48%
კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 4 ნოემბერიდან - 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კვლევებს CRRC-საქართველო ატარებს.