"ინფო რუსთავი" vs გარდაბნის მერია

2018-06-13 21:49:15

6 ივნისს სასამართლო პროცესზე "ინფო რუსთავი"-ს მიერ წარდგენილი იქნა სასარჩელო განცხადება. განხილვის დროს მოპასუხე (გარდაბნის მერია) დაეთანხმა სასარჩელო განცხადებას და ცნო სარჩელი. 

გარდაბნის მერიამ, რუსთავის სასამართლოს მოსამართლის, ნინო ონიანის ზეპირი დავალების საფუძველზე, ინფო რუსთავს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მიაწოდა საჯარო ინფორმაცია გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოს, მათ შორის ინფორმაცია პრემია-დანამატების შესახებ.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია აანაზღაუროს საინფორმაციო სააგენტოს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სარჩელის მომზადებაში "ინფო რუსთავს" საია-ს რუსთავის ორგანიზაცია დაეხმარა.

სასამართლოს დავალებით საინფორმაციო სააგენტოს გადმოეცა ინფორმაცია თუ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მისმა მოადგილეებმა 45 დღეში. თუ რას მალავდა რამაზ ბუდარაშვილი ამ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ.