#4 სკოლა I ადგილზე გავიდა

2018-06-13 20:13:39

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ინტელექტუალური კონკურსის "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ფინალი გაიმართა, სადაც რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა. ჟიული შარტავას სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები, საპატრიარქოს ტურის ფარგლებში იერუსალიმში გაემგზავრებიან და წმინდა ადგილებს მოილოცავენ.

ინტელექტუალურ კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" #4 სკოლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები ჯონი უბირია, ბექა სტეფანიშვილი, ნინო მძელური, გვანცა ბალუხაშვილი და ელენე ქურდაძე მონაწილეობდნენ. გუნდს „ალილუიას“ რელიგიის ისტორიის მასწავლებელი თინათინ მოდებაძე ხელმძღვანელობდა

აღსანიშნავია, რომ #4 საჯარო სკოლის გუნდი აღნიშნულ კონკურსში აქტიურად მონაწილეობს და ყოველ წელს საპრიზო ადგილს იკავებს. რუსთაველმა მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოილოცეს ტაო-კლარჯეთში სიწმინდეები.

ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სკოლებში რამდენიმე წლის წინ  დაიწყო. კონკურსი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II–ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.