კორპუსებში ბუნკერებს ლუქავენ

2018-06-14 00:12:53

რუსთავში, მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, მე-16 მიკრორაიონის #1, #2 და #3 საცხოვრებელ კორპუსებში საერთო სარგებლობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები დაილუქეს. სამსახურის ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება.

ქალაქის მუნიციპალიტეტმა 150 ახალი ურნა შეიძინა. პლასტმასის ურნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და იმ მიკრო-რაიონებში განთავსდება სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბუნკერები დაილუქება.