მოხალისეები რუსთავის ქუჩებში

2018-06-13 13:06:19

ქალაქის დასუფთავების სამუშაოებში ახალგაზრდები ჩაერთნენ.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ქუჩიშვილის, ლესელიძისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოხალისეები დილიდან შეიკრიბნენ.

 

ისინი რუსთავში ძლიერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან და წვიმისგან დაზიანებულ ტერიტორიას მიწისგან და ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.