ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ისევ საცობია.

2017-01-17 12:17:29

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე კვლავ საავტომობილო საცობია. ავტომობილების შეზღუდულად გადაადგილდების მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის დაგება უკვე კვირაზე მეტია ხორციელდება, მძღოლების და მგზავრების უკმაყოფილებას კი ის ფაქტი იწვევ რომ სამუშაოები დღის საათებში მიმდინარეობს რაც მათ გადაადგილებას აფერხებს.