"დღეს დილით პოლიციელები იყვნენ, არავინ არ დაჭრილა"

2017-01-16 15:56:19

ხმაური და შელაპარაკება რესტორან „სენატთან“. ჩხუბი რესტორანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მენეჯერის განცხადებით, დარბაზში 70-მდე ადამინი იმყოფებოდა, შელაპარაკება სასამარლოს თანამშრომლებსა და გვერდით მაგიდასთან მსხდომ პირებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება რესტორანში დაიწყო და ეზოში გაგრძელდა . ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარის შესახებ "ინფო რუსთავს" გვერდის მომხამრებელმა უამბო. მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ფაქტი დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაცია კი იმის შესახებ, რომ შელაპარაკებისას ერთი პირი დაიჭრა სიმართლეს არ შეესაბამება. შსს–ში აცხადებენ, რომ დაჭრასთან დაკავირებით განცხადება არ ფიქსირდება.