ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

2017-01-16 13:56:08

დღეს ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სწავლის დასაწყებად ყველა სკოლა მზადყოფნაშია.  ამ დროისთვის გათბობის სისტემა ყველა საჯარო სკოლაში ჩართულია გარდა #23 სკოლისა. აღნიშნულ სკოლაში, სისტემის დაზაინების გამო, ალტერნატიული გათბობის საშუალებებია ჩარული. ხეჩიკაშვილის თქმით ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და # 23 სკოალში გათბობის სისტემა უახლოეს დღეებში ჩაირთვება. გარდა ამისა რუსთავის სამი სკოლა რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად ემზადება #28, #15, და #4 საჯარო სკოლებში კეთილმოწყობის პროცესი მარტის თვიდან დაიწყება.

სარაებილიტაციო სამუსაოების გამო მოსწვალეები სკოლებში სემდეგნაირად გადანაწილდებიან:

№4 სკოლ - დილის ცვლა №10 საჯარო სკოლაში, 1-დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი №22- საჯარო სკოლაში გადაინაცვლებენ.

№28 სკოლა - მოსწავლეები 23- საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან.

№15 სკოლის ყველა მოსწავლე კი №25-  საჯარო სკოლის მე-2 ცვლაში გადაინაცვლებს.

რაც შეეხება ბაღებს, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს განახლდა, თუმცა ამ დრომდე სკოლამდელ დაწესებულებაში დასწრება თავისუფალი იყო. დღეს კი ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სრულყოფილად აღდგა. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განმარტებით, სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად რუსთავის ყველა ბაღი მზადყოფნაშია. ყველა ფილიალში ჩართულია გათბობის სისტემა, ასევე დასრულეულია კვებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი.