რუსთავში არწივი "ჩამოვარდა" [video]

2018-06-03 21:39:56

"ინფო რუსთავს" მოქალაქე დაუკავშირდა და შეატყობინა რომ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე არწივი ჩამოვარდა.

ადგილზე მისულებმა ვნახეთ რომ, რუსთაველის ქუჩაზე საკმაოდ დიდი ფრინველი პირდაპირ ტროტუარზე ეგდო. ადგილობრივებთან საუბარში გაირკვა რომ ეს იყო არწივის ფიტული, რომელიც მეზობელმა გამოიტანა და გადააგდო. ნახეთ ვიდეო.

ფრინველს სუნი ასდიოდა, იმის გამო რომ არ მომხდარიყო მცირეწლოვანების კონტაქტი გახრწნილ ფრინველთან, ქალაქის დასუფთავების სამსახურს დავუკავშირდით და აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ. ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ფრინველი ტერიტორიიდან გაიტანეს.