საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.

2017-01-16 11:31:36

ააიპ "უზრუნველყოფამ" საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო, სამუშაოები ამ მომენტისთვის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობ. თავდაპირველად მერიის წინ არსებულ საახალწლო განათებებს და ნაძვის ხეს დაშლიან, შემდეგ კი შარტავას, მეგობრობის და კოსტავას გამზირზე არსებულ კონსტრუქციებს. სამუშაოები 1 კვირა გაგრძელდება.