ფეიერვერკიდან ხეს ცეცხლი წაეკიდა (ვიდეო).

2017-01-14 20:21:22

ფიჭვის ხეს ცეცხლი დაახლოებით 19:30 საათზე წაეკიდა. გავრცელებული ინფორმაციით ლომოურის ქუჩაზე ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა რაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსიდან ფეიერვერკი ისროლეს. როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა უთხრა - "გავიგე აფეთქების ხმა, მოვტრიალდი და დავინახე რომ ხეს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული, შემდეგ სახანძროში დავრეკეთ ". ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ვიდეო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.