მკითხველთა კლუბის დაარსების მსურველები შეიკრბნენ.

2017-01-14 14:44:48

რუსთავის ახალგაზრდა ხელოვანთა ასოცოაციის ინიციატივით, დღეს რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველთა კლუბის დაარსების მსურველები შეიკრბნენ. შეხვედრაზე მისულებმა კლუბის კონცეფციასა და სამომავლო ფორმატზე ისაუბრეს. მკითხველთა კლუბის საბოლოო სახის ჩამოსაყალიბებლად მსგავსი შეხვედრები უახლოეს მომავალში გაიმართება. მკითხველთა კლუბში გაწევრიანება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.