პირველი ლედის ძმა დააკავეს.

2017-01-14 18:09:02

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას, ძმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველი ლედის ძმას  სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. მიხეილ მგალობლიშვილი წარსულში სამჯერაა ნასამართლევი, მას 17 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტმა 2015 წელს შეწყალების წესით გაათავისუფლა.  2011 წლის მაისში კი ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მიხეილ მგალობლიშვილი პირველად 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 2 წლით დააპატიმრეს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 9 თვეში ამნისტიით გათავისუფლდა. 2009 წელს კი  ის ისევ ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს.