„რუსთავის წყალი“ განცხადებას ავრცელებს.

2017-01-14 16:04:26

ორშაბათს, 16 იანვარს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ქვესადგურ "გარდაბანი 500-დან“ გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობებს, რის გამოც  წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას  და  გარდაბანს. წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება.

კომპანია რუსთავის წყალი“  ბოდიშს  უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის  და  შეეცდება  ტექნიკური  სამუშაოები, რაც  შეიძლება  მოკლე  დროში  დაასრულოს.