"ბლოკები ცვივა, სახლი ინგრევა, პატრონო არ გვყავს" (ვიდეო).

2017-01-14 15:37:53

გიორგაძის ქუჩის #34 ბინის მაცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. 18 ოჯახს, 70-მდე ადამიანს მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევთ. ადგილობრივების თქმით დაზიანებულია ბინის საყრდენი კედელი, ასევე დაბზარულია სადარბაზოსა და საცხოვრებელი ოთახების კედლები. ბინის მაცხოვრებლები ამბობენ რომ, დახმარების თხოვნით თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. ავარიული შენობის მდგომარეობას, გასული წლის მარტში პირადად გაეცნო ქალაქის მერი დავით ჯიქია და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა, თუმცა შენობას გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებია. 

„ინფო რუსთავი“ საკითხში გასარკვევად ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ალეკო ნავროზაშვილის თქმით,  აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსზე არსებობს სამხარეაულის ექსპერტიზის ბიუროოს დასკვნა სადაც წერია რომ შენობა რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. „ მიღებული დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით, კორპუსს აღენიშნება მესამე მძიმე ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგიმარეობა არადამაკმაყოფილებელია. მოცემულ პირობებში აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.“ - წერია დასკვნაში.