პოლიციამ "სანტა" დააკავა (ვიდეო).

2017-01-14 12:08:46

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. როგორც, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.