მაჟორიტარის ბიურომ მოქალაქეთა მიღება დაიწყო.

2017-01-13 19:12:20

რუსთავის №30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე მოქალაქეებთან მიღებას მართავს. მოსახლეობასთან შეხვედრები მაჟორიტარის ბიუროში ყოველ პარასკევს, არასასესიო პერიოდში დაინიშნა. გარდა ამისა,   მოქალაქეებს  ბიუროს იურისტებთან სოციალურ  და იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გავლა  ყველა სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე შეეძლებათ. №30-ე ოლქის მაჟორიტარის ბიურო შარტავას გამზირის №11-ში მთავარი ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.