სესხზე ჯარიმები იცვლება

2018-05-25 19:46:06

ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან - აღნიშნული ფინანსთა მინისტრმა განაცხადა

"ძალიან ხშირად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმების დათვლა ხდებოდა სესხის საერთო და არა დარჩენილი თანხიდან. ახალი რეგულაციით, ყველა ვალდებული იქნება ჯარიმა დაითვალოს დარჩენილი თანხიდან. ადამიანს, როდესაც 1000 ლარი აქვს სესხი აღებული და 800 ლარი აქვს გასტუმრებული, 1000 ლარიდან არ უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრება, რადგან ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება.

ბახტაძის თქმით, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, განსახილველად პარლამენტს  წარედგინება.