რამდენი პედაგოგი აიღებს გაზრდილ ხელფასს რუსთავში.

2017-01-13 16:55:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის პედაგოგებ, რომლებსაც საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვთ, გაზრდილ ხელფასს 20 იანვრიდან აიღებენ. ბრძანება საჯარო სკოლებში უკვე გადაგზავნილია. ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული ცვლილებების მიხედვით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგები 20 იანვრიდან ხელფასის დანამატის სახით 160 ლარის ნაცვლად, 320 ლარს აიღებენ, წამყავანი მასწავლებლებისთვის  დანამატი 500 ლარით, მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის კი 700 ლარით განისაზღვრა.  „ინფო რუსთავი“  რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რამდენი სერტიფიცირებული პედაგოგია ქალაქში, მათი ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს რუსთავში სულ  608 უფროსი და 4 წამყვანი სტატუსის  მქონე პედაგოგი აიღებს. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები კი ამ დროისთვის რუსთავს არ ჰყავს. აღნიშნულ ცვლილებეთან დაკავშირებული  ბრძანება განათლების მინისტრმა 2016 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.