როგორ კრეფენ ჩაის ქართველები [video]

2018-05-25 23:38:27

სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ კრეფენ ჩაის ქართველები თურქეთში.

დაახლოებით ათ კაციანი ჯგუფი ჩაის საკრეფად ისე ემზადება თითქოს ბრძოლის ველზე იყვნენ. "ათმეტაური" აკეთებს მოხსენებას რის შემდეგაც სამუშაოების დაწყების "ბრძანებას" იძლევა.

ვიდეო გავრცელებისთანავე პოპულარული გახდა და მას უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.