ონლაინ-სესხებზე ახალი რეგულაციები დადგინდა.

2017-01-13 13:03:34

  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,  ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა. ცვლილებათა პაკეტი ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს, რომლის მიხედვითაც,  ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %- არ უნდა აღემატებოდეს, გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემასაც გულისხმობს.  ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქაძემ.