500 კილოგრამიანი ბომბი ქალაქის ცენტრში

2018-05-23 15:38:52

გერმანიაში, ქალაქ დრეზდენის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500 კილოგრამიანი ბომბი იპოვეს.
ბომბი დღეს დილით უნდა გაენეიტრალებინათ, თუმცა სპეციალური სამუშაოები მიმდინარე ევაკუაციის გამო გადაიდო.

ბრიტანული ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს ქალაქის ცენტრში, მთავარ სარკინიგზო სადგურთან აღმოაჩინეს. 800 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. ევაკუაცია შეეხო 8000-ზე მეტ ადამიანს. ასევე დროებით მუშაობა შეწყვიტა ტერიტორიაზე განთავსებულმა ოფისებმა, მაღაზიებმა და სკოლამ.

დრეზდენი, ცნობილია, როგორც ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაბომბვებისგან თითქმის განადგურდა. 1945 წლის თებერვალში დრესდენის დაბომბვებისგან, სამი ღამის განმავლობაში სულ 22,000 ადამიანი დაიღუპა.