შოთა რუსთაველის ძეგლი გარეცხეს [PHOTO]

2018-05-23 13:57:31

რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლი და ჟიული შარტავას ბიუსტი გარეცხეს. კერძოდ, ააიპ "რუსთავსერვის" ცენტრის თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, მეგობრობის გამზირზე განთავსებული შოთა რუსთაველის ძეგლი და შარტავას გამზირზე არსებული ჟ.შარტავას ბიუსტი გარეცხეს.

მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, აკვირდებოდა.

შეგახსენებთ, რუსთავში შოთა რუთაველის ძეგლი წლების განმავლობაში არ გარეცხილა.