სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს [PHOTO]

2018-05-23 13:18:59

რუსთავში, კოსტავას გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, აპარატიდან წაღებულია 40 ლარამდე ოდენობის თანხა.

ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.