მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-05-22 23:14:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 – 25 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 22 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 23 – 25 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

 

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 მაისი +32°C, 24 მაისი +32°C, 25 მაისი +33°C, 26 მაისი +31°C.