მიკროავტობუსები ვაკის მიმართულებით

2018-05-22 23:31:06

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სტუდენტთა ნაწილი ვაკის მიმართულებით მიკროავტობუსის დანიშვნას ითხოვს. ამ დროისთვის სტუდენტებს უკვე შეგროვებული აქვთ 300-მდე ხელმოწერა, რომლითაც, სავარაუდოდ კომპანია "ინტერტრასს" მიმართავენ. სტუდენტთა განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვერდად, სადაც უნივერსიტეტების ნაწილია განთავსებული, რამდენმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, ამიტომ ვაკის მიმართულებით მიკროავტობუსის გამოყოფა, მათ გზავრობას გაამარტივებს და ხარჯებს შეუმცირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ვაკის მიმართულებით მიკროავტობუსის დანიშვნის საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს. "ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ მიდის, თუ ჩვენთან შემოვა ეს ხელმოწერები, მოხდება ამ საკითხის განხილვა" - აცხადებენ "ინტერტრანსში".

ვაკის მიმართულებით მიკროავტობუსის დანიშვნას მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე წლის წინაც მოითხოვდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.