რუსთავის საბავშვო ბაღებში შეტანილი საქონლის ხორცი, შესაძლოა საკვებად უვარგისი აღმოჩნდეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 36-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. მიზეზი სააგენტოში შესული შეტყობინება გახდა, საიდანაც გაირკვა, რომ შესაძლოა გაყინული საქონლის ხორცი, რომელიც 36-ე ბაღში შევიდა, საკვებად უვარგისი ყოფილიყო.
სურსათის უვნებლობის სააგენტო რუსთავის ყველა საჯარო საბავშვო ბაღს შეამოწმებს. ნახეთ ვიდეო