ახალი ბაღის გახსნა [video]

2018-05-21 21:07:10

რუსთავს კიდევ ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი მე-10 საჯარო ბაღი  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბაღის შენობაში დამონტაჯდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, კეთილმოეწყო ბაღის ეზო. ნახეთ ვიდეო.

ბაღის გახსნას ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან ერთად რუსთავში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის წევრები, მხარის და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანასებით განხორციელდა.