რუსთავის ბაღებში ვაკანსიები გამოქვეყნდა

2018-05-20 16:30:33

რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი ვაკანსიები უკვე გამოქვეყნდა. WWW.Rustavikids.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის N41 ფილიალში ვაკანსიების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, მშობლებს ბავშვების აღნიშნულ ფილიალში შეყვანა ონლაინ რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ.

დანარჩენ ფილიალებში კი 2-3 წლიანთა და 3-4 წლიათა ჯგუფებში ვაკანსიები განსხვავებული რაოდენობითაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაწყება. 2-3 წლიანთა რეგისტრაცია ჩატარდება 12.00 საათზე. 3-4 წლიანები დარეგისტრირდებიან 13.00 საათზე.