შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

2018-05-21 13:50:39

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდამ" და  სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა(R-CSN) საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამოქალაქო კვირეული დაიწყეს.  პირველი შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.

"ეს კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერება ამაღლდეს 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციასთან დაკავშირებით. ასევე  ძირითადი საკითხები იყო იმ დროინდელ საქართველოში, რომელიც რელევანტური არის დღესაც, ის საკითხები, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, უმცირესობების უფლებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა იმ დროს და დღესაც იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ" - განაცხადა "სიდას" აღასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კვირეულის ფარგლებში შეხვედრები  21-დან 25 მაისის ჩათვლით საქართველოს თველოს 9 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა) გაიმართება.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი უწევს.